ჩვენ ერთ მზეს ვხედავთ – საქველმოქმედო საღამო

ჩვენ ერთ მზეს ვხედავთ – საქველმოქმედო საღამო

45
გაზიარება

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ სამოქალაქო ცნობიერების კუთხით მნიშვენლოვანი აქცია გაიმართა გუშინ სასტუმრო “მოქსი თბილისის” საგამოფენო დარბაზში.

ასერტული სერვისის ბენეფიციარების ხელშეწყობისა და მათი კეთილდღეობის გაზრდის მიზნით გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა – „ჩვენ ერთ მზეს ვხედავთ”.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მიერ შესრულებული ნამუშევრები. ნახატების დათვალიერების შემდგომ გაიმართა აუქციონი, რომლიდანაც შემოსული თანხა მთლიანად „მტკიცებულებაზე დაფუძნებულ პრაქტიკის ცენტრს“ მოხმარდება.

ნამუშევრებმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა და მათი აბსოლუტური უმრავლესობა გაიყიდა.

საღამოდან შემოსული მთლიანი თანხა მოხმარდება ასერტული სერვისის ბენეფიციარებს.

ასერტული პროგრამის გუნდი დიდ მადლობას უხდის საღამოზე მიბრძანებულ თითოეულს სტუმარს. განსაკუთრებულ მადლობას უხდის ელენე სურამელაშვილსა და გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიის მოსწავლეებს შესანიშნავი საღამოს ორგანიზებისთვის.

ასერტული მკურნალობა – ფსიქიატრიული მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდოლოგია, რომლის დროსაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ხდება პაციენტების 24 საათიანი ინტენსიური მკურნალობა, რეაბილიტაცია და მხარდაჭერა მათ ბუნებრივ სოციალურ გარემოში.

მეთოდოლოგიის მიზანია მძიმე და ხანგრძლივი ფსიქიკური დაავადებების მქონე პირების ჰოსპიტალიზაციის შემცირება;

კომენტარი