“მომავალი ტფილისი”

“მომავალი ტფილისი”

122
გაზიარება

“1934 წლის 6 მაისს თბილისში გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ათასამდე ნამუშევარი – მოსე თოიძის, იაკობ ნიკოლაძის, სოლომონ ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, ევგენი ლანსერეს, ვასილ კროტკოვის, ელენე ახვლედიანის, თამარ აბაკელიას, კორნელი სანაძის, კ. გძელიშვილის, სამსონ ნადარეიშვილის, შალვა მამალაძის, ვლადიმერ კეშელავას, ა. კოპალიანის, დავით ქუთათელაძის, მარდალეიშვილის და გიორგი გაბაშვილისა”. გაზეთი კომუნისტი.

სამსონ ნადარეიშვილი (14 თებერვალი, 1895 – 5 მარტი, 1977) ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი. დაბადების ადგილი: სოფელი ონტოფო, აბაშის რაიონი.

სწავლობდა ქ. ვარშავის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1923-1926 წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში მისი პედაგოგები იყვნენ ე. ლანსერე, ი. შარლემანი(გრაფიკა);

1943-1958 წლებში თავად იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი.

იყო კარიკატურისტი,  აფორმებდა ჟურნალებს, წიგნებს. გახდა სატირული პლაკატის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ნამუშევარი აქვს ქართული სპექტაკლებისათვის: ზ. ფალიაშვილი “აბესალომ და ეთერი”(1931წ), კ. მეღვინეთუხუცესი “რაზმელები”(1936, პრემიერა, იგივე “ამირანი”). ასევე სხვა სპექტაკლებისათვის: მოცარტი “ფიგაროს ქორწინება”(1934, ქართულ ენაზე);

1965 წ. – საქართველოს სახალხო მხატვარი.

კომენტარი