კაფე მეცნიერებისათვის მედიათეკაში

კაფე მეცნიერებისათვის მედიათეკაში

92
გაზიარება

მოსწავლეების, სტუდენტების, სპეციალისტების, ასევე, ნებისმიერი პროფესიის, ინტერესისა და განათლების მქონეთათვის ვაკის მედიათეკაში ილიაუნის “სამეცნიერო კაფე” ბრუნდება.

17 ოქტომბრიდან, ყოველ ხუთშაბათს, 19 საათზე, გიწვევთ ვაკის მედიათეკაში თანამედროვეობის ყველაზე საინტერესო, აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე დარგის საუკეთესო სპეციალისტების საუბრების მოსასმენად და ყველა კითხვაზე პასუხის მისაღებად.

“სამეცნიერო კაფის” პირველი მასპინძელი 17 ოქტომბერს პროფესორი თინათინ კახნიაშვილი იქნება, რომელიც წაიკითხავს ლექციას თემაზე “ფარული სამყარო: უხილავი მატერია და ენერგია”.

დასწრება თავისუფალია

კომენტარი