ლექციები ფულსა და ბიზნესზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში

ლექციები ფულსა და ბიზნესზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში

135
გაზიარება

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე დაინტერესბულ მოზარდებს მეტად საინტერესო და სასარგებლო საკითხის შესწავლას სთავაზობს: “გადასახადების და ფულის ისტორია, მათი როლი ბიზნესში”.

ღია ლექციებზე ბიზნესის დაგეგმვისა და მართვით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ახალგაზრდებს მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულება იწვევს. ლექციებს წაუძღვება პროფესორი ვაჟა კაკაბაძე.

ღია ლექციის მთავარი მიზანია: მსმენელს აუხსნას ბიზნესის მართვის ძირითადი არსი, ფორმები, მისი მნიშვნელობა და დაანახოს საქმიანობის ამ სფეროში ამოცანების დასმის და გადაწყვეტის შესაძლებლობები. გააცნოს ბიზნესის რეგულირების ინსტრუ­მენტების თანამედროვე სტრატეგია. შეუქმნას  წარმოდგენა ბიზნესის სისტემის მართვისა და პრინციპების შესახებ.

პირველი ღია ლექცია ჩატარდება: 20 ოქტომბერს, 13 საათზე.

შეგახსენებთ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მისამართს: თბილისი, რუსთაველის გამზირი N6.

კომენტარი