ჩუღურეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

59
გაზიარება

მიმდინარე წელს ჩუღურეთში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყალსარინების ქსელი შეიცვალა.

თბილისური ტიპის ეზოებში ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს მაზნიაშვილის N35 და წინამძღვრიშვილის N15-ში.

პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჰაი-ვეი“ ასრულებს და მისი ღირებულება 10 000 ლარია.

 

კომენტარი