მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისის სკოლებში შეხვედრები გამართეს

მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისის სკოლებში შეხვედრები გამართეს

92
გაზიარება

ძველი თბილისის მართლწესრიგის ოფიცრები N84 და N150 სკოლებს ეწვივნენ. ისინი აღნიშნული სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ. სამართალდამცველები მოსწავლეებს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ ესაუბრნენ და თავიანთი საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.

ვაკე-საბურთალოს რაიონის მართლწესრიგის ოფიცრებმა კი სამოცდამეერთე საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები საბავშვო თეატრ “მეორე სახლში” წაიყვანეს, სადაც მათთან ერთად დაესწრნენ სპექტაკლს – “პატარა ანას თავგადასავალი”.

ასევე, მართლწესრიგის ოფიცრები სსიპ აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ ილიაუნის მომავლის ტექნოლოგიების ლაბორატორიაში.

ოთხმოცდამეოთხე სკოლაში სტუმრობისას ოფიცრებმა ბავშვებთან ისაუბრეს როგორი უნდა იყოს კარგი მოქალაქე, რა არის ბულინგი, როგორ ავირიდოთ თავიდან თანატოლებს შორის კონფლიქტი, რას ნიშნავს და რას ემსახურება მართლწესრიგის სამსახური, რომ სამსახური შინაგან საქმეთ სამინისტროს შემადგენელი ნაწილია და რომ პროექტის მიზანია მოსახლეობასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიებები მართლწესრიგის ოფიცრების ორგანიზებით განხორციელდა.

სამართალდამცველები სკოლის მოსწავლეთა საინფორმაციო და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული. მსგავსი სახის აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარი