როდესაც კარგია, ყველაფერზეა

როდესაც კარგია, ყველაფერზეა

375
გაზიარება

„მხატვრისთვის ყოველი დღე მონღოლების გადარბენაა“, წარსულში გაგონილი ეს ფრაზა კარგად ასახავდა კაფე „პუენტესეკოში“ გამართულ მამა შვილის, ბორის და ირაკლი ტუღუშების გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატების ნახვით გამოწვეულ ემოციას.

უნიკალური ფერები, ბორის ტუღუშის აკვარელით გაცოცხლებული იდუმალი სამყარო და ირაკლი ტუღუშის “თაობათა ხსნა!” იყო გამოფენის ის მარცვალი, რომლითაც მოხიბლული დამთვალიერებლები საგამოფენო სივრციდან გადიოდნენ.

ირაკლისათვის გარდაცვლილი მამის ნახატებთან ერთად ნამუშევრების გამოფენა პირველია. მას City.kvira.ge-ს სახელით წარმატებას ვუსურვებთ.

გამოფენა წინამძღვრიშვილის N14 ში იმართება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

რადგან ამქვეყნად ყველაზე კარგად დაწერილი სტატიაც კი ვერ განგაცდევინებთ სანახაობის მინიმუმსაც, საუბრით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ გირჩევთ მამა შვილი ტუღუშების ნამუშევრები თავად ნახოთ.

სტატიას კი გამოფენაზე ერთ ერთი დამთვალიერებლის შემთხვევით მოსმენილი ციტატით დავამთავრებ, რომელიც ვფიქრობ პასუხი იყო თანამოსაუბრის შეკითხვაზე „რაზეა ნახატები?”

უცნობი დამთვალიერებლის პასუხი შესაძლოა საკამათო იყოს და მისი განსჯა თქვენთვი მოგვინდვია:

 –  „როდესაც წიგნი, ნახატი და მუსიკა კარგია, იგი ყველაფერზეა. ამ მამაშვილის ნახატებიც ყველაფერზეა“

კომენტარი