ერასმუს + საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებამ უმასპინძლა

ერასმუს + საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებამ უმასპინძლა

191
გაზიარება

ახალგაზრდებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაცვლითი პროგრამები და უცხოელი თანატოლებისა თუ ექსპერტების გამოცდილების გაზიარება.

ერთი ასეთი, კარგ შედეგზე ორიენტირებული პროგრამა განახორციელა თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებამ.

ორგანიზაციამ ევროკავშირის საგრანტო პროგრამის „Erasmus +“ ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტის “UPGRADE: Increasing Capacity of Participatory Youth Work” ეგიდით, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად  უმასპინძლა ახალგაზრდულ გაცვლით აქტივობას.

აქტივობის მიზანი იყო ახლგაზრდების ცნობიერების ამაღლება არაფორმალური განათლების მეთოდებზე და ამ მეთოდების გამოყენებით საგანმანათლებლო სესიების/ვორქშოფების ორგანიზება.

გაცვლითი პროექტის ფარგლებში ჩატარდა 13 საგანმანათლებლო ვორქშოფი შემდეგ თემებზე: ხელოვნება და კომუნიკაცია, ხელოვნება, როგორც გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება, გენდერი და გენდერული სტერეოტიპები, მენტალური ჯანმრთელობა, კომუნიკაცია და კოლაბორაცია, ბულინგი და ინტეგრაცია.

აქტივობაში მონაწილეობას იღებდა 40-მდე ახალგაზრდა შვედეთიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.

კომენტარი