ამის ცოდნა ყველასათვის სავალდებულოა

ამის ცოდნა ყველასათვის სავალდებულოა

210
გაზიარება

ზამთრის სეზონის წინა პერიოდმა უკვე დაგვამახსოვრა თავი თბილისში გურამიშვილის გამზირზე მოხდარი აფეთქებით.

ვფიქრობთ დროულია ქვემოთ მოყვანილი რჩვების საზოგადოებისათვის მიწოდება.

ბუნებრივი აირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ის ძალიან სახიფათოცაა. ბუნებრივი გაზის მოხმარება დაკავშირებულია სამ ძირითად საფრთხესთან:

აფეთქება; ხანძარი; გაგუდვა (მოწამლვა ნახშიროჟანგ CO-თი)

დღეს შევეხებით ერთ ერთ მათგანს – აფეთქებას.

აირს, რომელსაც ჩვენ ვეძახით ბუნებრივს, ჰქვია მეთანი. იგი მილების მეშვეობით მოგვეწოდება სახლში ან საწარმოში.

ამ აირს, სპეციალურ სადგურზე უმატებენ (ან უნდა უმატებდნენ) ოდორანტს, ძალიან ცუდი სუნის, საშინლად მყრალ ნივთიერებას, ზუსტად იმისთვის, რომ გაჟონვის შემთხვევაში მისი კონცენტრაცია ჰაერში ადვილად აღმოვაჩინოთ. ერთი სიტყვით მის მძაფრ სუნს გადარჩენის ფუნქცია აქვს.

გაზი შეიძლება გამოვიდეს გახსნილი გაზქურიდან ან გაჟონოს დაზიანებული მილიდან ან შლანგიდან დახურულ სივრცეში (ოთახში) მისი დაგროვება ძალიან საშიშია, თუმცა ჯერ კიდევ შეიძლება აფეთქების თავიდან აცილება.

აუცილებელია დავიმახსოვროთ: დაგროვებულ გაზს აფეთქებს ნაპერწკალი.

ნაპერწკალს კი წარმოშობს შუქის ჩართვა, მობილური ტელეფონით სარგებლობა და რა თქმა უნდა ღია ცეცხლი, სიგარეტი, სანთებელა, ასანთი.

ნაპერწკლის გარეშე გაზი არ ფეთქდება.

აქედან გამომდინარე, არსებობს უსაფრთხოების ოთხი ძირითადი წესი:

  1. თუ ოთახში (ბინაში, სამზარეულოში, ოფისში, საწარმოში, სადარბაზოში) გრძნობთ გაზის სუნს, არავითარ შემთხვევაში არ ჩართოთ ელექტროობა, არ ჩართოთ ფანარი, არ ისარგებლოთ მობილური ტელეფონით, არ აანთოთ ასანთი და არ მოწიოთ!
  2. გააღეთ ყველა ფანჯარა და კარი, გააკეთეთ ორპირი! გაზი ჰაერზე მსუბუქია და უმოკლეს დროში გავა ოთახიდან;
  3. ეცადეთ დაკეტოთ გაზის ონკანი ( თუ იცით სად არის)
  4. გადით სახიფათო ადგილიდან და სასწრაფოდ დარეკეთ 114 ( თბილისის გაზის საავარიოს ცხელი ხაზი) და 112. ოპერატორს მაქსიმალურად ზუსტად გადაეცით მისამართი, რათა სპეციალურმა სამსახუერბმა შეძლონ დროულად და ზუსტად მოსვლა.

ეს ელემენტარული წესებია, მათი ცოდნა გადაგარჩენთ!

წყარო: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

კომენტარი