თბილისის ისტორიის მუზეუმი ისლანდიელი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს

თბილისის ისტორიის მუზეუმი ისლანდიელი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს

44
გაზიარება

თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში,  გამოფენა „Nasasjón” მიმდინარეობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობს ექვსი ისლანდიელი მხატვარი: ინგოლფურ არნარსონი, ივარ ვალგარდსონი, კრისტინ გ. ჰარდარსონი, სოლვეიგ ადალსტეინსდოტირი, რადჰილდურ ინგადოტირი და თიუმი მაგნუსონი. ყველა მხატვარი ერთსა და იმავე თაობას ეკუთვნის, რომელიც 1954-1959 წლებში დაიბადა.
გამოფენა პირველად მომზადდა გალერეა Olschewski & Behm-ისთვის (ახლა Kim Behm გალერეა), და გაიმართა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2011 წელს, როდესაც ისლანდია სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგა; 2014 წელს, გამოფენა ახალი ნამუშევრებით იყო წარმოდგენილი გალერეა Peacock Visual Arts-ში (აბერდინი, შოტლანდია); 2017 წელს კი გერამანიაში, Städtische Galerie Speyer-ში.
გამოფენის კურატორები არიან – რილდჰილდურ ინგადოტირი და თიუმი მაგნუსონი.
გამოფენა  12 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

კომენტარი