თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

45
გაზიარება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, აეროდრომის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, შუამთის, თრიალეთის, ელდარის, საცხენისის, ჯავახეთის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ზურაბ ჩაჩუას, ლაღიძისა და წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, ქერჩის, გმირ კურსანტთა, ხიზაბავრისა და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის, მიჩურინისა და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, არდაზიანის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, კანდელაკის, ლვოვის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვილის, ოდესის, ონიაშვილის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ილია ოდიშელიძის, იოსებ ბაქრაძის, გაბრიელ ისაკაძისა და მირზა გელოვანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს, ცაიშის, ქვალონის, აბაშისა და მეორე ქვალონის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ბელინსკის, გოგებაშვილის, ჭოველიძის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, კერესელიძის, გუნიასა და ზანდუკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარი