სამიტი თბილისში მსოფლიო გიგანტების მონაწილეობით

სამიტი თბილისში მსოფლიო გიგანტების მონაწილეობით

94
გაზიარება

დედაქალაქში ოქტომბრის ბოლოს კიდევ ერთი საერთაშორისო ფორუმი ჩატარდება. თბილისის მერიის მხარდაჭერით მეოთხე საერთაშორისო ციფრული სამიტი  – Touch გაიხსნება.

ორდღიანი ღონისძიების ორგანიზატორები არიან კრეატიული ციფრული სააგენტო Onesoul  და „თბილისი სტარტაპ ბიურო“.

სამიტში მონაწილეობას 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

Facebook, Nasa, Google, Amazon, Neuralink, SpaceX, Nike, IBM და კიდევ უამრავი ცნობილი ბრენდის წარმომადგენელი სპიკერებად სამიტის მნიშვნელობასა და სოლიდურობაზე თავისთავად მეტყველებს

Touch – ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ორგანიზაციებს აერთიანებს. პროექტის მიზანია წარმატებული საერთაშორისო კომპანიების გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიებით და საქართველოში ციფრული ბიზნესის განვითარება.

საერთაშორისო ციფრული სამიტის სპიკერები იქნებიან ასევე: Neuralink, SpaceX, The Next Web, Smashing Media AG, BlaBlaCar, Google, Nextech Ventures, SWG, MaxinAI,  Bank of Georgia, lemlist, StartersHub, Grammarly, Aligned Research, Group, TWINO, UniPAY.com, Swedbank, digitalswitzerland, Barkas, Stage-Co, Leavingstone, Neurons Lab, Beetroot Academy, Indiegogo, TopTal, Zalando, Smashing Magazine, Planable, UiPath, Pulsar AI, AdjaraGroup და სხვა კომპანიების წარმომადგენლები.

წლევანდელი ღონისძიების ძირითადი თემებია: პროდუქტის შექმნა, დიზაინის როლი ბიზნესში, მონაცემთა ანალიზი, შემოქმედებითი ინდუსტრიები, გუნდთან მუშაობის კულტურა, მომავლის ტექნოლოგიები, ქალები ტექნოლოგიებში  და ა.შ.

აღნიშნული საერთაშორისო ფორუმის შესახებ პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება  22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, რუსთაველის თეატრის VIP დარბაზში.

წარმოგიდგენთ სამიტის დღის წესრიგს:

კომენტარი