ფონიჭალა 3-ის N18-ისა და N25-ის მიმდებარედ ასფალტის საფარი გამოცვალეს

ფონიჭალა 3-ის N18-ისა და N25-ის მიმდებარედ ასფალტის საფარი გამოცვალეს

42
გაზიარება

ფონიჭალა 3-ის N18-ისა და N25-ის მიმდებარედ, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ასფალტის ახალი საფარი დააგეს და ბორდიურები მოაწესრიგეს.

ასფალტის ძველი საფარი 1800 კვ.მ-ზე გამოიცვალა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 57 000 ლარი გამოიყო.

შესრულებული სამუშაოები კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ ინფრასტრუქტურის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

კომენტარი