თბილისური ფოტოისტორიების უცხოელი ავტორი იუბილარია

თბილისური ფოტოისტორიების უცხოელი ავტორი იუბილარია

157
გაზიარება

დღეს ფოტოგრაფ რობერტ კაპა დაბადების დღეა.

იგი საქართველოში ამერიკელ მწერალ ჯონ სტაინბეკთან მოგზაურობის დროს თბილისში გადაღებული ფოტოებითაცაა ცნობილი. მან და სტაინბეკამ საქართველოში 1947 წელს იმოგზაურეს.

მოგზაურობისას სამახსოვროდ თუ სიტყვები: “მოსკოვში, უკრაინასა თუ სტალინგრადში, ყველგან წინ გვხვდებოდა მაგიური სიტყვა – საქართველო” დაგვრჩა, კაპამ იმ პერიოდის თბილისის ფოტოებით ქალაქის ისტორია შემოგვინახა

კაპა ვიეტნამში 1954 წელს ნაღმზე აფეთქდა, როდესაც ფოტოების გადასაღებად წინა ხაზზე მიდიოდა.

რობერტ კაპა, ნამდვილი სახელი ანდრე ერნო ფრიდმანი, 1913 წლის 22 ოქტომბერს ბუდაპეშტში შეძლებულ ებრაულ ოჯახში დაიბადა.

სკოლაში არც ისე კარგად სწავლობდა, თუმცა პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქტიურად მონაწილეობისათვის ამას ხელი არ შეუშლია.

მიტინგებსა და დემონსტრაციებში. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების შემდეგ, 17 წლის ასაკში დააპატიმრე, უმოწყალოდ სცემეს და ქვეყნიდან გააძევეს…

1931 წელს ანდრე ფრიდმანი ბერლინში ჩადის, სადაც სოციოლოგიასა და ჟურნალისტიკას ეუფლება.

1932 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ფოტოგრაფი, მას ომის ფოტოგრაფსაც უწოდებდნენ…

წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომელიც რობერტ კაპამ 1947 წელს, ჯონ სტეინბეკთან ერთად მოგზაურობის დროს აღბეჭდა. დარწმუნებული ვართ მაშინდელი თბილისის ნახვა სიამოვნებას მოგანიჭებთ.

კომენტარი