თბილისური დარბევის ამბები

თბილისური დარბევის ამბები

241
გაზიარება

თუ დათა თუთაშხიას ციხეში ჩასაჯდომად თბილისში გამგზავრების სიუჟეტს გაიხსენებთ, 1905 წლის 22 ოქტობრის „თბილისურ პოგრომად“ წოდებულ ამბებსაც ადვილად წარმოიდგენთ.

დღეს მეფის რუსეთის რეჟიმის მიერ თბილისში მოქალაქეთა სასაკლაოს მოწყობიდან 114 წელი გავიდა, რომელმაც 50-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, მათ შორის გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლებიც.

მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა:

იმპერიის მიერ გამოცემული 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ და მანამდეც თბილისში აქციები და მსვლელობები გამართეს სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერებმა.

თბილისის მოქალაქეთა ნაწილმა, რომელთა უდიდეს უმრავლესობას რუსი ჩინოვნიკები შეადგენდნენ და საკუთარ თავს ,,პატრიოტებს” უწოდებდნენ, გადაწყვიტეს კონტრაქცია მოეწყოთ და არაიმპერიულად მოაზროვნე მოქალაქეებისათვის თავისი ძალა ეჩვენებინათ, რითაც იმპერატორისა და მეფისნაცვლისადმი ერთგულებასაც დაადასტურებდნენ.

რეაქციონერ ჩინოვნიკთა მსვლელობა მსვლელობა მუშტაიდის ბაღიდან დაიწყო. „კონტრაქციელ პატრიოტებს“ თან ცხენოსანი და ქვეითი ჯარისკაცები მიაცილებდნენ.

როდესაც დემონსტრანტები პირველ გიმნაზიას გაუსწორდნენ. მათ შელაპარაკება მოუვიდათ გიმნაზიელებთან, რაც მალევე, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით მყისიერად, ხელჩრთულ ჩხუბში გადაიზარდა. იმ დროს ერთმა დემონტრანტმა რევოლვერი დააძრო და ერთ-ერთ გიმნაზიელს დაახალა.

სროლის ხმაზე ჯარი მაშინვე შეესია გიმნაზიის და ახლო-მახლო სხვა შენობებს, სახლებს, სასადილოებსა თუ დუქნებს.

დარბევისა ამბავი და იმ პერიოდის მოვლენები მემუარებში კარგად აქვს აღწერილი  ერთ ერთ მოანწილეს პუბლიცისტს, სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი. გიორგი ლასხიშვილს. მხოლოდ ნაწყვეტს გთავაზობთ:  „მტკვრის მარჯვენა მხრიდან საშინელი სროლის ხმა მოგვესმა. ჯერ თოფის გრიალი იყო, მერე ტყვიისმფრქვეველის ტკაცატკუციც გავიგონეთ. ხალხი შეკრთა, ცოტა ხნით სიტყვები შეწყდა; ყველანი გაოცებული ვიყავით, ცხადი იყო, რომ იქ რაღაც დიდი უბედურება ხდებოდა, მაგრამ რა? ეს არავინ იცოდა. ბევრი მაშინვე იქით გაეშურა; მათ შორის მეც.

ეს იყო ნამდვილი დარბევა, იქვე დუქნებში მყოფი უდანაშაულო ხალხის ნაწილიც დახოცეს. ამ დროს, კი ,,პატრიოტთა” დემონსტრაცია უკვე დიდუბის ტაძრის , ასევე ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის ეზოსა და მეფისნაცვლის სასახლის წინ ,,ბოჟე ცარია ხრანის” მღეროდა და ,,ურას” გასძახოდა.

იმპერიის ჯარისკაცები იმ დღეს ადამიანებზე ნადირობდნენ.

როგორც 1905 წლის 26 ოქტომბრის ნომერში გაზეთი “ივერია” წერდა:

“22 ოქტომბერს ღამით მიხეილის საავადმყოფოში მიიტანეს 38 გვამი, 66 დაჭრილი (ამათში მსუბუქად დაჭრილი 22 და მძიმედ დაჭრილი 44). მძიმედ დაჭრილებიდან 2 უკვე გარდაიცვალა. მოკლულთაგან რამდენიმე ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსწავლე იყო”.

26 ოქტომბერს გლოვის ნიშნად ქალაქი თბილისში ყოველგვარი მუშაობა შეწყდა.

ასეთი იყო თბილისში 114 წლის წინანდელი დღე.

კომენტარი