თბილისის ჩერნობილი

თბილისის ჩერნობილი

314
გაზიარება

Facebook გვერდმა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი • HSE Specialist Georgia გამოქვეყნა „დაშლილებად“ წოდებულ ავტონაწილების ბაზრობის სსახებ კრიტიკული მოსაზრება. მას უცვლელად გთავაზობთ:

ყველამ იცის .. “დაშლილებისბაზრობების შესახებ, რომლებიც ფუნქციონირებს რამდენიმე ადგილზე თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში. იქ არსებული მდგომარეობის აღწერისაგან თავს შევიკავებთ, რადგან ძნელად მოიპოვება ადამიანი იქ არსებული გარემოს შესახებ ინფორმაცია მაინც არ ჰქონდეს. ვიტყვით, რომ ყოველდღიურად იქ ადამიანებს უწევთ მუშაობა კრიტიკული საფრთხეების პირობებში:

მიწაზე დაღვრილი ტოქსიკური ნივთიერებები;

ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია;

მძიმე საგნების დაცემა;

ბასრი, ჟანგიანი ზედაპირები;

ანტისანიტარია;

ხანძრის გაჩენის საფრთხე.

სავარაუდოდ, ამ ბაზრობებზე ძალიან მაღალია ტრავმატიზმის მაჩვენებელი, თუმცა რეალური სურათი არავინ არ იცის ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მოსალოდნელია უმძიმესი შედეგები.

რა თქმა უნდა, არანაირი კონტროლი არ არსებობს. სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე საუბარიც ზედმეტია.“

City.kvira.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტების მოსაზრებასა და  მონაწილე მხარეების მიერ გაკეთებულ კომენტარს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

კომენტარი