კრწანისის ტყეპარკში 60 ელდარის ფიჭვი დარგეს

კრწანისის ტყეპარკში 60 ელდარის ფიჭვი დარგეს

50
გაზიარება

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო CENN-თან ერთად, ავსტრიულ დელეგაციას კრწანისის ტყეპარკში მასპინძლობდა.

ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მაქს ჰეიგელსბერგერმა, ავსტრიელ ჟურნალისტებთან, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად ტყეპარკში 60 ელდარის ფიჭვის ნერგი დარგო.

ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ნიშნები განთავსდა, რომლებიც ტყეპარკს დაიცავს უკანონო საქმიანობებისგან.

ღონისძიების მიზანია ტყეპარკის, როგორც რეკრეაციული ზონის და ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილის ფიზიკური შენარჩუნება და განვითარება.

კომენტარი