ხმალაძე: მეტროში ხალხმრავლობა 3 მიზეზის გამო უნდა გვიხაროდეს

ხმალაძე: მეტროში ხალხმრავლობა 3 მიზეზის გამო უნდა გვიხაროდეს

125
გაზიარება

თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ დაასახელა სამი “პოზიტიური” მიზეზი, რის გამოც მოსახლეობას მეტროში ხალხმრავლობა უნდა უხაროდეს. ამის შესახებ მერიის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ხმალაძის თქმით, ეს მიზეზებია:

  1. საზოგადოება უფრო აქტიურად იწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობას;
  2. ქალაქში ნაკლები საცობი იქნება;
  3. ქალაქში ჰაერი ნაკლებად იქნება დაბინძურებული.

ირაკლი ხმალაძემ თქვა, რომ ხალხს ამ მიზეზების გამო უნდა უხაროდეს, თუნდაც 2 საათით იყვნენ გზაში.

წყარო: on.ge

კომენტარი