ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი არ შეჩერებულა

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი არ შეჩერებულა

113
გაზიარება

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის განცხადებით, ინსპექტირების პროცესი არ შეჩერებულა და გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

“ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი დროებით გადაიდო ან/და შეჩერდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული ფაქტის გამო, მძღოლები შეიძლება შევიდნენ შეცდომაში და ინსპექტირების არგავლის გამო, დაჯარიმდნენ კიდეც.

გაცნობებთ, რომ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად. არ არსებობს არანაირი გეგმა ინსპექტირების შეჩერების ან მისი გადავადების შესახებ.

ნუ დაჯარიმდები, გადაამოწმე!!!

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ცხელ ხაზზე -0322 048048″ – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი