20 ჰექტრამდე ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშემწყობ ღონისძიებებს ატარებენ

20 ჰექტრამდე ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშემწყობ ღონისძიებებს ატარებენ

95
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ოთხ სატყეოში, 20 ჰექტრამდე ფართობზე, ფიჭვის სახეობებისგან ფორმირებულ ტყის კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.

ამ ეტაპზე პირუტყვის მიერ დაზიანებისა და ძოვის აღსაკვეთად, ფართობების შემოღობვა და ეკალ-ბარდისგან ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს. ასევე, დაგეგმილია ხმელი და დაავადებული ხეების ჭრა, ნიადაგის დამუშავება და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება, მათ შორის, საველე პრაქტიკებისა და ლექციების ჩატარება.

როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში აღნიშნავენ, პროექტი ხელს შეუწყობს შედეგად ბუნებრივ განახლებას, ბუნებრივი ტყეების ფორმირების როლი კი ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების შერბილების თვალსაზრისით. ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის აუცილებლობა ტყის ინვენტარიზაციის შედეგებითაც გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს 11 9000 ჰექტარ ფართობზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ტყის ინვენტარიზაცია ჩაატარა, რაც 1986 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. სწორედ აღნიშნული ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ თბილისის გარკვეული ნაწილი ხელოვნური წარმოშობის ტყეებითაა დაფარული, რომელსაც ნეგატიურ გარემო ფაქტორებზე შემგუებლობის უნარი უკვე შესუსტებული აქვს.

ხელოვნური წარმოშობის ტყეებში ფიჭვნარი კორომები ჭარბობს, რომელიც ასევე, საფრთხის წინაშეა, რომლის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სხვადასხვა დაავადება, გადამეტებული ძოვა და მწვანე საფარის განახლების ნაკლებობა ითვლება.

კომენტარი