აღმაშენებელზე ვერტიკალური გამწვანების კედელი განაახლეს

აღმაშენებელზე ვერტიკალური გამწვანების კედელი განაახლეს

148
გაზიარება

ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აღმაშენებლის №59ა-ში მდებარე ვერტიკალური გამწვანების კედელი განაახლა.

კედელზე, რომლის ფართობი 200 კვადრატულ მეტრზე მეტია, შეიცვალა 361 პანელური ქოთანი, აღდგა სარწყავი სისტემა და დაირგო 19 894 ძირი მცირე ზომის ახალი მცენარე, მათ შორის, როზმარინი, ნანდინა, ჭანჭყატი, ლავანდა, აბელია, კოწახურები, ჩიტავაშლა, წყავი, ირმის რქა, პირაკანტა, ფესტუკი, ლონისერა, კვიდო, ღვია.

ასევე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ავლაბარში არსებული ვერტიკალური გამწვანების კედლის აღდგენა იგეგმება.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური-ს ფოტო.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური-ს ფოტო.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური-ს ფოტო.

კომენტარი