ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ახალ მარშრუტებზე გადანაწილდა

ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ახალ მარშრუტებზე გადანაწილდა

153
გაზიარება

ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები, დამატებით, ახალ მარშრუტებზე გავიდა. EURO 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები დღეიდან N4, N10, N42 და N103 მარშრუტებზე იმოძრავებენ. ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ  220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეისყიდა. ახალი ავტობუსები უკვე მოძრაობენ N28, N34, N56, N66 და N78 მარშრუტებზე. უახლოეს დღეებში მათ ასევე დაემატება N108 მარშრუტიც.

ახალი ISUZU-ს მარკის ავტობუსი გათვლილია 53 მგზავრზე, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb დამტენები.უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 64 790 000 ლარს.

კომენტარი