ოლიმპიელი და მსოფლიო ჩემპიონი მინი ოლიმპიადაზე

ოლიმპიელი და მსოფლიო ჩემპიონი მინი ოლიმპიადაზე

91
გაზიარება

ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონებს, ძალოსან ლაშა ტალახაძესა და ირაკლი თურმანიძეს  მინი ოლიმპიადაზე თბილისის N182 ბაგა-ბაღში უმასპინძლეს.

გაიმართა შეჯიბრი ჭიდაობაში, კრივში, სიგრძეზე ხტომაში, ძალოსნობასა და ხრიდოლში.

პატარებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ასპარეზობის პარალელურად ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს. ასევე ოლიმპიადის მომავალი მასპინძელი ქვეყნის პატივსაცემად იაპონური ცეკვაც შეასრულეს.

ღონისძიებას თბილისის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახაბერ ლაბუჩიძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ლევან დავითაშვილი და ირაკლი აბუსერიძე დაესწრნენ.

ღონისძიების ყველა მონაწილე სახელოვანმა სპორტსმენებმა სამახსოვრო მედლებით დააჯილდოეს.

რადგან ბაღებზე ვსაუბროთ, ვაკის რაიონის ბაღებშიც საკმაოდ საინტერესო მოვლენები  ხდებოდა, მართალია იქ ოლიმპიელები არ ჰყავდათ, მაგრამ შემოდგომის აუცილებელი აქტი – ჩურჩხელის თათრაში ამოვლება განახორციელეს და შემოდგომის სესაფერისი ლექსები თქვეს, იმღერეს და ცეკვებიც შეასრულეს.

N83 და N142 ბაღებში მოწყობილ წარმოდგენებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრო. გამგებელი ბავშვებს ჩურჩხელების ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში დაეხმარა.

ასევე, დაათვალიერა საშემოდგომო ნობათის, ხელნაკეთი ნივთების და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი გამოფენა.

გთვაზობთ პატარების ღონისძიების ფოტოალბომს:

კომენტარი