ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ახალი ჩქაროსნული მატარებელი იმოძრავებს

ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ახალი ჩქაროსნული მატარებელი იმოძრავებს

163
გაზიარება

„აზერბაიჯანის რკინიგზამ“ ბაქო-თბილისი- ბაქოს მიმართულებაზე ფრანგული წარმოების ჩქაროსნული მატარებელი Prima M4 გაუშვა. პირველი სამგზავრო გადაზიდვა Prima M4-ით 24 ოქტომბერს შესრულდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ფრანგული კომპანია Alstom Transportation S.A-ის მატარებლი 160 კმ/სთ-ს ავითარებს და სწორედ ის ჩაანაცვლებს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ პარკში არსებულ ძველ ლოკომოტივებს.

როგორც ირკვევა, Alstom Transportation-თან უკვე მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ფრანგული მწარმოებელი აზერბაიჯანს 50 ახალ ლოკომოტივს მიაწვდის. აქედან 40 სატვირთო, ხოლო 10 სამგზავრო გადაზიდვებისათვის იქნება გამოყენებული.

კომენტარი