N202 სკოლა-პანსიონის საინტერესო ამბები

N202 სკოლა-პანსიონის საინტერესო ამბები

172
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ისანში მდებარე N202-ე საჯარო, უსინათლოთა სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისათვის ადაპტირებული ექსკურსია მოეწყო.

უსინათლო და მცირედ მხედველმა ბავშვებმა სპეციალურად მათთვის ადაპტირებული გიდის და მაკეტის დახმარებით, ქალაქ მცხეთაში სვეტიცხოველი მოინახულეს.

ექსკურსიაზე ბავშვებთან ერთად ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოველთვის ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განსაკუთრებით ბავშვებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში, რისთვისაც მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც ჩატარდება.

ისნის რაიონის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების წარმომადგენლებმა N202-ე სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

რადგან 202-ე სკოლაზე ვსაუბრობთ უპრიანია ვთქვათ, რომ ახალგაზრდა ევროპელი ელჩებმა: ანა სიხაშვილმა, ესმა გუმბერიძემ და დავით ბიბილეიშვილმა, ჩაატარეს ღია კარის დღეს 202-ე უსინათლო და მცირე მხედველ ბავშვთა სკოლაში.

აქტივობის მიზანი იყო დაინტერესებულ ადამიანებს გაეგოთ ცხოვრობენ უსინათლოები საქართველოში, როგორ დაამყარონ მათთან ურთიერთობა.

მიწვეული სტუმრები გაეცნენ და გამოცადეს ის ალტერნატიულ გზები, რითაც უსინათლო ადამიანები წერენ და კითხულობენ, იყენებენ კომპიუტერს და გადაადგილდებიან.

ასევე ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თუ როგორ უნდა ვიქცეოდეთ უსინათლო ადამიანებთან შეხვედრისას.

ვფიქრობთ ტექსტზე არანაკლებ ინფორმაციული იქნება ექსკურსიასა და ღია კარის დღეზე გადაღებული გადაღებული ფოტოები:

კომენტარი