ეგზოტიკური ასტრონომიული მოვლენები ვაკის მედიათეკაში

ეგზოტიკური ასტრონომიული მოვლენები ვაკის მედიათეკაში

60
გაზიარება

ზეახალი ვარსკვლავების ანთება, კომეტების გამოჩენა, მზისა და მთვარის დაბნელება – საკითხები, რომლებსაც ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი რამიშვილი განიხილავს საჯარო ლექციას წაკითხვისას. ლექციის თემაა: „ეგზოტიკური ასტრონომიული მოვლენები და მათი როლი კაცობრიობის ისტორიაში”.

მომხსენებელი მსოფლიო ისტორიიდანაც მოიყვანს ისეთ მაგალითებს, რომლებშიც ისტორიულ ინფორმაციასთან ერთად მოცემული იქნება ასტრონომიული შინაარსის ჩანართებიც. ისაუბრებს დიდი სიზუსტით გამოთვლილი ასტრონომიული მოვლენების როლზე ისტორიული თარიღების დაზუსტებაში.

მსმენელს შეუძლია ასეთი მოვლენების წინასწარ მოძიება და კითხვა-პასუხის საშუალებით თავად მიიღოს მონაწილეობა ასტრონომიული მოვლენების თარიღის დაზუსტების პროცესში…

შეხვედრა გაიმართება ვაკის პარკის მედიათეკაში 31 ოქტომბერს, 19 საათზე.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარი