ობელიანტი ბაღი ნასუს მთის ძირში

ობელიანტი ბაღი ნასუს მთის ძირში

57
გაზიარება

მსოფლიოსათვის გადაუდებელი და პრობლემების ორიგინალურად გადაჭრისათვის, ობელის (Obel) პრემიას დანიური „ჰენრიკ ფროდი ობელის“ ფონდი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გასცემს.

ერთ ერთი გამარჯვებულია მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორი – ჯიუნია იშიგამი (Junya Ishigami).

იაპონიაში ნასუს მთის ძირში შექმნილმა მისმა ხელოვნურმა პეიზაჟმა – „Art Biotop Water Garden“, ავტორს 100 000 ევრო მოუტანა.

იშიგამის ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა კატეგორიაში, როდესაც ადამიანის ჩარევა ლანდშაფტს კი არ აუარესებს, პირიქით ალამაზებს და მომხიბვლელს ხდის.

არქიტექტორის აზრით ბაღი თავიდანვე მედიტაციისა და დაფიქრების ადგილად ჩაფიქრებული იყო. იქ მხატვარს შეუძლია ხატოს, ექსკურსიაზე მივიდნენ ტურისტები, ისეირნონ წყვილებმა, დაისვენონ ქალაქიდან ხმაურს გარიდებულებმა…

გამარჯვებულ წყლის ბაღში 160 პატარა ტბის გარშემო 318 ხეა დარგული და მართლაც ტოვებს ბუნებრივი ბაღის შთაბეჭდილებას.

ჯიუნია იშიგამის შესახებ შეიძლება ითქვას ისიც, რომ ამ წლის განმავლობაში მას კიდევ ერთი აღიარება ერგო – ლონდონში ხელოვნური გორაკის შექმნისათვის, რომელსაც მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში გამოიყენებს მდიდრული საღამოებისა და ფეშენებელური კონცერტების მოყვარული ბოჰემა.

ბაღში დროებითი ნაგებობა ზაფხულზე აიგება და შუა შემოდგომამდე დგას.

თავად ჰაიდ-პარკი (ინგლ. Hyde Park) ცენტრალურ ლონდონში უდიდესი რეკრეაციული ზონაა. იგი ერთ-ერთი უდიდესია ოთხი სამეფო პარკიდან, რომლებიც ქმნიან ჯაჭვს კენსინგტონის სასახლიდან მოყოლებული.

პარკი 1536 წელს მეფე ჰენრი VIII დაარსა, როდესაც მან ტერიტორიის გამოყენება სანადიროდ დაიწყო. მომდევნო წელსვე იგი საჯარო სივრცედ და სხვადასხვა ღონისძიების გასამართ საყვარელ ადგილად იქცა.

გვიანდელ პერიოდში მასში იმართებოდა როგორც დემონსტრაციები, ასევე მუსიკალური ღონისძიებები.

ჰაიდ პარკში მოწყობილ კონცერტებსა და მუსიკალურ ფესტივალებზე გამოსულან პინკ ფლოიდი, როლინგ სტოუნზი, ქუინი…

გთავაზობთ არქიტექტორის მიერ შექმნილი შედევრების ფოტო ალბომს, ვფიქრობთ მისი დათვალიერება ესთეტიკურ სიამოვნებას განგაცდევინებთ.

ხელოვნური ბაღი ნასუს მთის ძირში

დროებითი გორაკი ლონდონის  ბაღში

კომენტარი