ეკა ლალიაშვილი: სანქცია მას შემდეგ უნდა გაიზარდოს, რაც ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება

ეკა ლალიაშვილი: სანქცია მას შემდეგ უნდა გაიზარდოს, რაც ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება

128
გაზიარება

“იმისათვის, რომ ზონალურმა პარკირებამ იმუშაოს, აუცილებელია, გაიზარდოს სანქცია, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება” – ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ – თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის გადაწყვეტილებას.

როგორც ლალიაშვილმა “სითი კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, სანქციების გამკაცრებამდე აუცილებელია, მძღოლს კერძო ტრანსპორტის ალტერნატივა ჰქონდეს.

“მძღოლს უნდა ჰქონდეს ავტომობილით გადაადგილების ალტერნატივა. ეს ავტობუსებში გადასასხდომადაც კარგი ბიძგი იქნებოდა. სხვა შემთხვევაში, მძღოლები ძალიან უსამართლო პოზიციაში აღმოჩნდებიან – მიიღებენ გაძვირებულ ჯარიმას და ტრანსპორტის ალტერნატივას – ვერა. ქალაქში პარკირების ადგილები ფიზიკურად არ არსებობს. ამიტომ აუცილებელია, სანამ სანქციები ამოქმედდება, მანამდე ავტობუსების პრობლემა მოგვარდეს. თუ სრულ ჩანაცვლებამდე ვერ დავიცდით, გამოვა, რომ ადმინისტრირება მხოლოდ ზონალური პარკირების ადგილებში მოხდება და სხვაგან სამართალდამცავებს თვალის დახუჭვა მოუწევთ, რათა ამან მძღოლების ამბოხი არ გამოიწვიოს.” – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

კომენტარი