“პარკირებაზე ჯარიმა მას შემდეგ უნდა გამკაცრდეს, რაც ზონალური სისტემა მთელ ქალაქში ამოქმედდება”

“პარკირებაზე ჯარიმა მას შემდეგ უნდა გამკაცრდეს, რაც ზონალური სისტემა მთელ ქალაქში ამოქმედდება”

61
გაზიარება

დღეს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლების პროცესი დასრულდება, ანუ ამ წლის ბოლოს ან 2020-ის დასაწყისში, პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზრდება.

ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დედაქალაქის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. როგორც ფონდის დირექტორმა, ირაკლი იზორიამ “სითი კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, ჯარიმების გამკაცრება მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც ზონალურ-საათობრივი პარკირება მთელ ქალაქში ამოქმედდება.

“ჩვენ მივესალმებოდით ზონალური პარკირების სისტემის დანერგვას, მაგრამ ჯარიმების ზრდის ასეთი ფორმა გაუმართლებლად მიგვაჩნია. ჯერ პარკირების სისტემა მთელ თბილისში გამართულად უნდა მოეწყოს და შემდეგ შეიძლება კონკრეტული ჯარიმების გაზრდაზე ვისაუბროთ. როცა ზონალური პარკირება მხოლოდ ერთ და ორ ქუჩაზეა და სისტემა არ არის დახვეწილი, ეს ნაბიჯი არასწორია და პრობლემას ვერ მოაგვარებს. მაშინ ალტერნატივა უნდა ჰქონდეს ხალხს და არსებობდეს პარკირების ადგილები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არარელევანტურია. ” – აცხადებს ირაკლი იზორია.

კომენტარი