როდის გაიზრდება ჯარიმა პარკირების წესის დარღვევაზე?

როდის გაიზრდება ჯარიმა პარკირების წესის დარღვევაზე?

67
გაზიარება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარკირების საფასურის გაზრდის შესახებ კანონპროექტი ავტობუსების პარკის განახლების შემდეგ ამოქმედდება.

მისივე განმარტებით, ყველა ევროპულ ქალაქში, სადაც სატრანსპორტო რეფორმა განხორციელდა, ანალოგიური მიდგომები და დამოკიდებულებაა.

“კანონპროექტი პარკირების საფასურის გაზრდის შესახებ სამი მოსმენით გავიდა და კენჭი არ ეყარა, ველოდებით ახალი ავტობუსების შემოყვანას, რითიც მთლიანად ჩანაცვლდება პარკი და შემდეგ ამოქმედდება ეს ჯარიმა. როდესაც უკვე გვექნება განახლებული ავტობუსების პარკი, შემდეგ ეყრება კენჭი და შევა ძალაში, მანამდე – არა. ასეა მთელ მსოფლიოში, ყველა ევროპულ ქალაქში, სადაც სატრანსპორტო რეფორმა განხორციელდა, არის ანალოგიური მიდგომები და დამოკიდებულება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე კომფორტული, ყველაზე სწრაფი. როდესაც ჩვენ ამ პროექტებს ვაკეთებთ, იქმნება სპეციალური საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ ქალაქში ავტობუსები ყველაზე სწრაფად მოძრაობდეს, რადგან რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იმგზავროს ამით და თქვას არა საკუთარ ავტომობილზე. რაც შეეხება პარკირების ადგილებს, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 35 000-მდე საპარკინგე ადგილია დედაქალაქში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ჯარიმების ამოქმედების კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია.

კომენტარი