კრწანისში დასუფთვების მორიგი აქცია გაიმართა

კრწანისში დასუფთვების მორიგი აქცია გაიმართა

88
გაზიარება

კრწანისის რაიონის გამგეობის ინიციატივის – „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში, დასუფთავების კიდევ ერთი მასშტაბური აქცია გაიმართა.

კერძოდ, „თბილსერვის ჯგუფმა“ კრწანისის რაიონში, მოხალისეებთან ერთად, სამი მასშტაბური ლოკაცია დაასუფთავა. ნარჩენებისგან გაიწმინდა კრწანისის ქუჩაზე არსებული ხევი, გორგასლის ქუჩისა და ფონიჭალაში რუსთავის გზატკეცილისს მიმდებარე ტერიტორიები. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და ჯგუფი.

კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებსა და აქციის თითოეულ მონაწილეს ჩატარებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

კამპანიის – „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში, კრწანისის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ღონისძიებას აწყობს, რომლის მიზანი გარემოს დაცვა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

კომენტარი