დედაქალაქის „განათლების ქალაქი“

დედაქალაქის „განათლების ქალაქი“

124
გაზიარება

1300 მოსწავლეზე გათვლილი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა დასრულების ფაზაშია.

დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე მდებარე სკოლაში თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, სასადილო, ექიმის კაბინეტი, სამი სპორტული დარბაზი და გარე მოედნები მოეწყობა.

20 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები და შენობა ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის.

მიმდინარე წელსვე ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის მშენებლობაც დაიწყება, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. 350 მოსწავლეზე გათვლილ თანამედროვე ტიპის ახალ შენობაში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე სპორტული მოედანი მოეწყობა და სკოლის ტერიტორია სრულად გამწვანდება. სკოლები აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ღირებულება 9,5 მლნ ლარია.

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნების კოლეჯისა და მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობაც.

კომენტარი