პროექტი “თბილისის ისტორიები საკრებულოდან” განახლდა

პროექტი “თბილისის ისტორიები საკრებულოდან” განახლდა

88
გაზიარება

„ჩვენს ისტორიაში ძალიან სუსტად არის შესწავლილი ქალების წვლილი ზოგადად მეწარმეობასა და  გამომგონებლობაში, ეს მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველო მსოფლიო ქალ გამომგონებელთა რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს.

ამიტომ ჩვენი დღევანდელი ღონისძიების თემა გამომგონებელ და მეწარმე ქალებს მიეძღვნა. მიმაჩნია, რომ  ასეთ ღონისძიებებს ამ ისტორიის რეანიმაციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელოვბა აქვს“, – განაცხადა გამომგონებელ და მეწარმე ქალებისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე  სიტყვით გამოსვლისას მარიკა დარჩიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ინიციატივით დაფუძნებული კულტურულ შემეცნებითი პროექტი – „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ განახლდა.

ღონისძიება მთავარი თემით „ქალები, მეწარმეობა და გამომგონებლობა“ მარიკა დარჩიამ გახსნა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სტუმრებს მიესალმა და მეწარმეობასა და გამომგონებლობაში ქალების მიერ შეტანილი წვლილის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პროექტის თემაზე პრეზენტაცია სახელწოდებით „ქალები, მეწარმეობა, გამომგონებლობა“ ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა წარადგინა.

ღონისძიების ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის დარბაზში  მხატვარ – მეწარმე  ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ნახატების პირველი პერსონალურ გამოფენა გაიმართა.

განახლებული პროექტის „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ნოემბრის თვის პირველ ღონისძიებას საკრებულოს წევრები, ქართველი მეწარმე და გამომგონებელი ქალები, და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარი