სამხატვრო მასტერკლასები ბავშვებისათვის

სამხატვრო მასტერკლასები ბავშვებისათვის

49
გაზიარება

მხატვრებმა და მოქანდაკემ კრწანისელი ბავშვებისთვის გამოფენა-მასტერკლასი ჩაატარეს.

კრწანისის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მცხოვრები მხატვრებისა და მოქანდაკის ნამუშევრების ფოტოგამოფენა გაიმართა.

ამირან ისიანმა, თედო სახოკიამ და ალექსანდრე ფოფხაძემ იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერში კრწანისელი ბავშვებისთვის მასტერკლასი ჩაატარეს. ადგილზე ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეხატათ და ასევე, პროფესიონალი მოქანდაკის დახმარებით, თიხაზე ემუშავათ.

ღონისძიების მიზანი ხელოვანი ადამიანების ნამუშევრების პოპულარიზება იყო და აგრეთვე, ბავშვებში მოტივაციის გაზრდა, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგით უფრო მეტად დაკავდნენ.

კომენტარი