საოფისე რისკები და მისი თავიდან აცილების გზები

საოფისე რისკები და მისი თავიდან აცილების გზები

141
გაზიარება

ფიქრობთ ოფისში მუშაობა სრულად უსაფრთხოა, რადგან იქ სიმაღლიდან  გადმოვარდნის ან თავში რამის დაცემის შანსი არ არის?

ცდებით, რადგან საოფისე სივრცეში შრომის უსაფრთხოება ისეთივე რთული და კომპლექსური საკითხია, როგორც მშენებლობაზე ან მაღაროში, უბრალოდ, აქ სხვა რისკები და სპეციფიკაა.

მთელი დღის მანძილზე:

– კომპიუტერთან გაუნძრევლად ჯდომა;
–  ტკბილი ყავა და შოკოლადი;
–  შესვენებისას მოშიებულზე ხაჭაპური, ლობიანი ან პიცა + ტკბილი გაზიანი სასმელი (უმეტესად სამუშაო მაგიდასთან ან კომპიუტერთან)…

მარტო ეს სამი ფაქტორი უკვე საკმარისია:

️ჭარბი წონის მოსამატებლად;

️თვალების, ️გულ-სისხლძარღვთა ან ️ძვალ-კუნთოვანი დაავადებების გასავითარებლად…

ეს ნელი პროცესია, ამის მავნე შედეგს მომავალში, რამდენიმე წლის შემდეგ მივიღებთ.

გამოსავალი არსებობს:

– სამუშაო ადგილის შეძლებისდაგვარად მოხერხებლად მოწყობა;
– შესაბამისი საოფისე ავეჯი;
– ჯდომისას სწორი პოზა;
– რეგულარული შესვენება, თუნდაც 5-10 წუთით;
– მცირე ვარჯიში, თუნდაც გავლა-გამოვლა;
– ჯანსაღი კვება.

ამ რამდენიმე რჩევას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს რისკები, გააუმჯობესოს თქვენი მდგომარეობა და აამაღლოს მუშაობის პროდუქტიულობა.

ყურადღება მიაქციეთ ფოტოზე მითითებულ მდგომარეობას, მისი დამახსოვრება და გამოყენება  თავიდან ბევრ პრობლემას აგაცილებთ.

წყარო: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი • HSE Specialist Georgia

კომენტარი