ვიკი-სკოლა-საქართველო იწყება

ვიკი-სკოლა-საქართველო იწყება

398
გაზიარება

ბიბლიოთეკები თბილისში მცხოვრები მოზარდი თაობისათვის  უფრო და უფრო საინტერესო ადგილი ხდება.

ვებ გვერდის შექმნისა და ფოტოგრაფიისშემსწავლელ პროგრამებს მალე ვიკიპედიაში მუშაობის შესასწავლი კურსიც დაემატება.

ვიკიპედიის საგანმანათლებლო მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, უბრალოდ ვიტყვით, რომ მოსწავლეებს, რომლებიც კარგად დაეუფლებიან ვიკიპედიაში მუშაობას, აქვთ შანსი ჩვენი ქვეყნის ისტორიკოსები გახდნენ.

ამასთანავე ყველა სკოლის უცხო ენის კათედრაზე ადვილადაა შესაძლებელი საინტერესო ამბები უცხოურად ითარგმნოს და საქართველოს შესახებ სწორი ინფორმაცია უფრო მეტმა უცხოელმა გაიგოს.

ერთი სიტყვით ვიკიპედიაში გამოქვეყნებული სტატიები საკუთარი ქვეყნისათვის დამატებითი და თანაც უფასო რეკლამაა.

მაშ ასე:

მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციასთან (imsa.ge) თანამშრომლობითა და საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრის (Georgian-korean Information Access Center) მხარდაჭერით, ცხადდება VII-X კლასის მოსწავლეთა მიღება პროექტში „ვიკი-სკოლა – საქართველო“.

უფასო პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ვიკიპედიის სტატიებზე მუშაობის სპეციფიკას, მათ შექმნასა და ატვირთვას ვიკიპედიის პორტალზე.

პროგრამა დაიწყება 12 ნოემბერს და მაისის ბოლომდე გასტანს. რეგისტრაცია დასრულდება 5 ნოემბერს. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/2PyBjfz

ჯაბა ლაბაძე – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის მეორე საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებელი. 2015 წლიდან ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი.

სრული ინფორმაცია იხილეთ: თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები

როდესაც საუბარი ქართულ ვიკიპედიაზე ჩამოვარდება შეუძლებელია გვერდი ავუაროთ „ვიკი მამა“ ჯაბა ლაბაძეს.

იგი საქართველოში ერთ ერთი პირველია, ვინც „ვიკი“ საქმიანობა წამოიწყო, ჯაბა ლაბაძე 2008 წლიდან დარეგისტრირებულია ქართულენოვან ვიკიპედიაში და უახლესი მონაცემებით დაწერილი აქვს 12,400 ენციკლოპედიური სტატია.

2017 -2018 წელს  გამართული ვიკი ბანაკების ფარგლებში ინგლისურ და აფხაზურ ვიკიპედიაში მისმა მოსწავლეებმა სხვადასხვა სკოლებიდან ატვირთეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის სტატიები, შესაბამისად, ქართულ (159 სტატია), ინგლისურ (19 სტატია) და აფხაზურ (18 სტატია) ენებზე, ხოლო ქართულენოვანი ვიკიპედიის სივრცეში განათავსეს ჯავის (152 სტატია), ახალგორის (334 სტატია), ცხინვალისა (209 სტატია) და ზნაურის (91 სტატია) მუნიციპალიტეტების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

კომენტარი