თბილისი ბიზნესისა და კულტურული ფორუმების გზაჯვარედინი

თბილისი ბიზნესისა და კულტურული ფორუმების გზაჯვარედინი

70
გაზიარება

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსაზრება – თბილისი ბიზნესისა და კულტურული ფორუმების გზაჯვარედინი გახდა დამტკიცებულია: წინა თვის ყოველ უქმეებზე გამართული საერთაშორისო და ადგილობრივი დანიშნულების ფესტივალებისა და სხვა თავყრილობების შემდეგ 8-10 ნოემბერს გასამართი  Startup Grind Europe-Asia Connect თბილისში დიდი ფორუმების გამართვის ტრადიციის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ და არა დედაქალაქის ცხოვრებაში შემთხვევით მოვლენად.

რაც Startup Grind-ს შეეხება, იგი ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის, რომელიც 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წევრს აერთიანებს.

დედაქალაქში გასამარტი Startup Grind მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. მანამდე სტარტაპერთა ფორუმმა სილიკონ ველზე 8000 და ლონდონში 3000 დელეგატი გააერთიანა. თბილისის სამიტი რიცხოვნობით მესამე იქნება, სადაც მონაწილეთა როდენობა 1500 მიაღწევს.

Startup Grind Europe-Asia Connect-ი თავს მოუყრის სპიკერებს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კომპანიებიდან, ანტრეპრენერებს, ექსპერტებს, ტრენერებს და ინვესტორებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ მონაწილეებს.

„ეს ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, რადგან მსგავსი მასშტაბის სტარტაპ ღონისძიება, მსგავსი საერთაშორისო დონის სპიკერებით ჩვენ ქვეყანაში პირველად იმართება. ჩვენი მთავარი მიზანია ჩამოვაყალიბოთ ძლიერი სტარტაპ საზოგადოება, დავაინტერესოთ საერთაშორისო ინვესტორები, რომ საქართველო გახდეს რეგიონალური ჰაბი სტარტაპებისთვის“ – განაცხადა Startup Grind Tbilisi-ის დირექტორმა, გიორგი ტუხაშვილმა.

საერთაშორისო შეხვედრებზე განხილული იქნება ფინანსური ტექნოლოგიები; ტურიზმის ტექნოლოგიები; ახალი ბაზრების ათვისების გზები და სხვა საკითხები.

ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები იქნებიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან.

Startup Grind-ის ტექნოლოგიური სამიტი ახალი შესაძლებლობაა ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად.

კომენტარი