იტალიური სამი საუკუნე თბილისში

იტალიური სამი საუკუნე თბილისში

102
გაზიარება

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იტალიური მხატვრობის სამ საუკუნეს გვთვაზობენ – გვიანი რენესანსიდან ანუ მანერიზმიდან როკოკომდე – „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე”.

ტრიესტის ანტიკური ხელოვნების ეროვნულ გალერეაში დაცული ნამუშევრები თბილისში საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით გამოიფინება.

ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილია ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოს, ჯოვანი ლორენცო ბერნინისა და სხვა ფერმწერების ნამუშევრები.

დამთვალიერებელი გაეცნობა XVI-XVIII საუკუნეების ჩრდილოეთ იტალიაში არსებული ფერწერის ძირითად სკოლებს – ბოლონიიდან (ჯუზეპე მარია კრესპი) გენუამდე (ჯოვანი ბატისტა პაჯი, ჯოაკინო ასერეტო, ჯოვანი ფრანჩესკო კასტილიონე) და ლომბარდიიდან (პიერ ფრანჩესკო მაცუკელი და პიერ ფრანჩესკო ჩიტადინი) ვენეტომდე (ბონიფაჩო დე’ პიტატი, კარლო კალიარი, ფრანჩესკო მაფეი, ნიკოლა გრასი).

ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს იმდროინდელი მხატვრობის ძირითადი მიმდინარეობებისა და ჟანრების – პორტრეტის, პეიზაჟისა და ნატურმორტის – ვრცელ პანორამას.

ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის ფერწერის გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილია ყოფის ამსახველი სცენები და ასევე, ანტონიო კანალეტოს ვენეციის ხედების ესკიზები.

გამოფენა „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე” პროგრამა “Vivere ALL’italiana”-ს ნაწილს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული გამოფენები საქართველოში 150.000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა უკვე იხილა.

გამოფენა 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმში სტუდენტებზე, პენსიონერებზე, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლებზე დაწესებულია შეღავათები. 6 წლამდე ბავშვებისთვის ვიზიტი თავისუფალია.

იმ შემთხვევაში თუ მუზეუმში წასვლასა და ნახატების იქ დათვალიერებას ვერ მოახერხებთ მცირე ექსკურსს რენესანსიდან როკოკომდე და ნახატებს აქვე შემოგთავაზებთ:

რენესანსი

რენესანსი, იგივე აღორძინების ხანა გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან. ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV-XVI საუკუნეებია. ის დაიწყო იტალიაში და მთელს ევროპაში გავრცელდა.

აღორძინების ეპოქის განმასხვავებელი თვისება იყო კულტურის საერო ხასიათი. ამ დროს ღვივდება ინტერესი ანტიკური კულტურის მიმმართაც. ნაწარმოებებში უკვე აღარ იგრძნობა შუა საუკუნეების რელიგიური დოგმატიზმის გავლენა. ჩნდება ღრმა ინტერესი რეალური სამყაროსადმი, აქცენტი კეთდება ადამიანის რწმენისა და გონების ყოვლისშემძლეობაზე. ხელოვნების უმთავრეს საგნად იქცა ადამიანი, მისი ფიზიკური სილამაზე და სულიერი ცხოვრების სიმდიდრე.

მანერიზმი

მანერიზმი ასევე ცნობილია გვიანი რენესანსის სახელით. ეს არის მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში 1520-80 წლებში.

როცა რენესანსულმა ხელოვნებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია საგნებისა და სხეულების უნაკლო გამოსახვაში, ზოგიერთმა ხელოვანმა უარი თქვა პროპორციების სიზუსტეზე, ფერთა ჰარმონიაზე და მიზნად დაისახა უფრო ემოციური და არტისტული ეფექტის მოხდენა.

მანერიზმს ახასიათებს დანაწევრებული სივრცე, ბუნდოვანი და არეული სურათი, სხეულთა დეფორმაცია და მოძრაობის გამოსახვა.

ბაროკო

ბაროკო ხელოვნებაში პერიოდიცაა და სტილიც, რომელიც ამ დროს დომინირებდა. ჩაისახა იტალიაში XVII საუკუნის დასაწყისში და შემდეგ მთელ ევროპას მოედო. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინად, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრისა და გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში და ლიტერატურასა თუ მუსიკაში. ბაროკოს პოპულარობა და წარმატება წახალისებული იქნა რომანული კათოლიკური ეკლესიის მიერ, იმ მოსაზრებით, რომ ბაროკოს სტილი კარგი საშუალება იყო რელიგიურ თემათა პირდაპირი და ემოციური ხასიათის წარმოსაჩენად.

როკოკო

როკოკო ბაროკოს შემდგომი ეპოქა იყო ხელოვნების ისტორიაში და 1720-80 წლებს შორის პერიოდს მოიცავს. სტილისტურად როკოკო ბაროკოს ნორმების დარღვევაა, ანუ ყველა იმ სიმეტრიაზე უარის თქმა, რომელიც ბაროკოს სტილის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მკაცრად განსაზღვრული ფორმების ნაცვლად, როკოკო იყენებს მსუბუქ, ნაზ ხაზებს და ძალზე ხშირად ნიჟარისებურ დაბოლოებებსა და ჩარჩოებს. სწორედ აქედან მოდის თვით სტილის სახელი “როკოკო” რაც ქართულად ნიჟარის ნაკეთობას ნიშნავს.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენილი ნახატები:

უცნობი მხატვარი ვენეციიდან “მაცხოვარი” ზეთი, ხე, XV საუკუნის დასასრული – XVI საუკუნის დასაწყისი, 33 x 26 სმ

ბონიფაჩო დე’ პიტატის წრის უცნობი მხატვარი “მადონა ყრმით”, წმ. დოროთეასა და წმ. კატერინასთან ერთად ზეთი, ტილო, დაახლ. 1540-1550, 114 x 172 სმ
ბონიფაჩო დე’ პიტატი ვეტურია “ევედრება კორიოლანუსს, დაინდოს რომი” ზეთი, ტილო, XVI საუკუნის პირველი ნახევარი, 18 x 41,5 სმ
იაკოპო რობუსტი, იგივე ტინტორეტო “მამაკაცის პორტრეტი” ზეთი, ტილო, დაახლ. 1550, 46 x 41 სმ
დომენიკო რობუსტი “გარდმოხსნილი ქრისტე ანგელოზს უჭირავს” ზეთი, ტილო, დაახლ. 1595, 67 x 85 სმ
კარლო კალიარი “წმ. ავგუსტინე სერვიტების ორდენის წესდების კითხვისას” ზეთი, ტილო, XVI საუკუნე, 40 x 20 სმ
უცნობი მხატვარი ვენეციიდან “ვენერა, კუპიდონი, ცერერა და ბახუსი” ზეთი, ტილო, XVII საუკუნის პირველი ნახევარი, 135 x 161 სმ
უცნობი მხატვარი ბასანოდან “ხარება ღამით მწყემსთათვის” ზეთი, სპილენძი, XVII საუკუნე, 19,6 x 27,5 სმ
ბარტოლომეო რამენგი, იგივე ბანიაკავალო უფროსი “მადონა ყრმით” ზეთი, ტილო, XVI საუკუნის პირველი ნახევარი, 58,2 x 47,3 სმ
ჯოვანი ანტონიო ბიცი, იგივე სოდომა “მადონა ყრმით, წმ. იერონიმესა და იოანე ნათლისმცემელთან ერთად” ზეთი, ხე, XV საუკუნის დასარული – XVI საუკუნის პირველი ნახევარი, 68 x 46,5 სმ
ჯოვანი ბატისტა პაჯი “მადონა ყრმით, პატარა იოანე ნათლისმცემელთან” ერთად ზეთი, ტილო, XVI საუკუნის მეორე ნახევარი, 125 x 94,5 სმ
უცნობი მხატვარი ვერონადან “შობა” ზეთი, ტილო, XVII საუკუნის დასაწყისი, 46×41 სმ
უცნობი მხატვარი ვენეტოდან “მამაკაცის პორტრეტი” ზეთი, ტილო, XVII საუკუნის პირველი ნახევარი, 67 x 53 სმ
ფრანჩესკო მაფეი “შეპყრობილის ხსნა” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 55,5×30სმ
პიეტრო მუტონი, იგივე პიეტრო დელა ვეკია “სასიყვარულო სცენა” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 56,5 x 46,5 სმ
სიმონე ბრენტანა “ივდითი და ოლოფერნე” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 55 x 43 სმ
უცნობი მხატვარი ვენეტოდან “მსოფლიო წარღვნა” ზეთი, ტილო, XVII საუკუნის მეორე ნახევარი, 111, 5 x 139 სმ
პიერ ფრანჩესკო მაცუკელი, იგივე მორაცონე “იერემია წინასწარმეტყველი” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 58,5 x 51 სმ
ჯოვან ფრანჩესკო ბარბიერი, იგივე გუერჩინო “წმ. იერონიმეს ხილვა” ზეთი, სპილენძი, XVII საუკუნე, 31 x 42 სმ
ვინჩენცო სპიზანელი “წმ. ანდრიას მოწოდება” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 51 x 41,5 სმ
ჯუზეპე კალეტი, იგივე კრემონეზე “გოლიათის მძლეველი დავითის დაბრუნება” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 43 x 59 სმ
პიერ ფრანჩესკო ჩიტადინი, იგივე მილანეზე “ნატურმორტი ცოცხალი და დაშაქრული ხილით” ზეთი, ტილო, XVIII საუკუნე, 100 x 144 სმ
ჯოაკინო ასერეტო “მონანიე მარიამ მაგდალინელი” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 65×75სმ
ბერნარდო სტროცის წრის უცნობი მხატვარი “მოხუცი ქალის თავი” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 38 x 31 სმ
ჯოვანი ფრანჩესკო კასტილიონე “მწყემსი გუდასტვირით “ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 63 x 50,5 სმ
დომენიკო ფეტი “წმ. ფრანჩესკო მედიტაციისას” ზეთი, ხე, XVII საუკუნე, 47 x 36 სმ
ლორენცო ლიპი “წმ. ფრანჩესკო და ანგელოზი” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 83 x 108 სმ
პიეტრო ბერეტინი, იგივე პიეტრო და კორტონა “რკინის ხანა” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 116 x 89 სმ
ჯან ლორენცო ბერნინი “გარდმოხსნილი ქრისტე” ზეთი, ხე, XVII საუკუნე, 53 x 41 სმ
პეტერ პაულ რუბენსი “აღსაყდრებული მადონა ყრმით და ანგელოზებთან ერთად” ზეთი, ხე, XVII საუკუნე, 37,4 x 59,5 სმ
იოჰან ჰაინრიჰ შონფელდი “გემო” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 105 x 90 სმ
იოჰან ჰაინრიჰ შონფელდი “ყნოსვა” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 105,5 x 89,5 სმ
უცნობი მხატვარი ცენტრალური ევროპიდან “ჩალმიანი მამაკაცის პორტრეტი” ზეთი, ტილო, დაახლ. 1700, 72 x 57,5 სმ
დანიელ საიტერი “მძინარე ვენერა ამურებთან ერთად” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 125 x 178 სმ
ნიკოლა გრასი “მარიამ მაგდალინელი” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 112 x 86 სმ
ნიკოლა გრასი “ხარება” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 112 x 86 სმ
ფრანჩესკო ფონტებასო “ღვთისმშობლის გამოცხადება წმ. იერონიმეს წინაშე” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 29,4 x 24,5 სმ
ფრანჩესკო კაპელა, იგივე დაჯუ “მადონა ყრმით” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 60 x 57 სმ
უცნობი მხატვარი ვენეტოდან “მიკიტანი” ზეთი, ტილო, XVIII საუკუნის პირველი ნახევარი, 178 x 109,5 სმ
დომენიკო ძორძი “ღვთისმშობლის გამოცხადება წმ. გაეტანოს ტიენელის წინაშე” ზეთი, ტილო, XVII საუკუნე, 82 x 57 სმ
კარლო ინოჩენცო კარლონი “წმ. ფილიპო ნერის გაბრწყინება” ზეთი, ტილო, XVIII საუკუნე, 113 x 66 სმ
უცნობი მხატვარი ლომბარდიიდან “ნეპტუნის ტრიუმფი” ზეთი, მუყაო, XVIII საუკუნის პირველი ნახევარი, 29 x 23 სმ
ჯუზეპე ბაძანი რჩეულთა მოწოდება ზეთი, “ხეზე დაკრული ქაღალდი” XVIII საუკუნე, 51 x 37,5 სმ
ჯუზეპე ბაძანი “ჯვარცმა” ზეთი, ტილო, XVIII საუკუნე, 72 x 54,5 სმ
უცნობი მხატვარი ემილიიდან  “პასტორალი” ზეთი, ტილო, XVIII საუკუნე, 11,3 x 19 სმ
ჯუზეპე მარია კრესპი “დატირება” ზეთი, სპილენძი, XVIII საუკუნის შუა წლები, 40 x 30 სმ
უცნობი მხატვარი ემილიიდან “მწყემსთა თაყვანისცემა ღამით” ზეთი, ტილო, XVIII საუკუნე, 35 x 39 სმ
ანდრეა ლოკატელი “ტიტუსის თაღის ხედი” ზეთი, ტილო, XVIII საუკუნის პირველი ნახევარი, 65 x 49 სმ
პომპეო ჯიროლამო ბატონი “მადონა ყრმით და წმ. იოანე ნეპომუკელთან ერთად” ზეთი, ტილო, XVIII საუკუნე, 37,5 x 20 სმ
ფრანჩესკო სოლიმენა “წმ. ნიკოლოზის გაბრწყინება” ზეთი, ტილო, XVII საუკუნის დასასრული – XVIII საუკუნის დასაწყისი, 60 x 45,5 სმ
ანტონიო კანალი, იგივე კანალეტო “ნავსადგური მაცხოვრის დღესასწაულზე” კალამი, ყავისფერი მელანი, შავი ფანქარი, 85 x 152 მმ
ანტონიო კანალი, იგივე კანალეტო “სკიავონის სანაპირო ბუცენტავრით (დოჟის ნავით)” კალამი, ყავისფერი მელანი, შავი ფანქარი, 102 x 152 მმ
ანტონიო კანალი, იგივე კანალეტო “პულას არენის წარმოსახვითი ხედი” კალამი, ყავისფერი მელანი, შავი ფანქარი, 82 x 165 მმ
ანტონიო კანალი, იგივე კანალეტო “რომის ხედი სან გრეგორიო ალ ჩელიოს ეკლესიით” კალამი, ყავისფერი მელანი, შავი ფანქარი, 102 x 153 მმ

წყარო: ambtbilisi.esteri.it ; საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

კომენტარი