Lilium Jet-ის მფრინავი ტაქსი

Lilium Jet-ის მფრინავი ტაქსი

148
გაზიარება

მფრინავი ტაქსის სერვისის ამოქმედებას უახლოეს წლებში რამდენიმე კომპანია გეგმავს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გერმანული Volocopter-ია, რომელმაც საკუთარი პროტოტიპი ჰელსინკის აეროპორტში, შტუტგარტსა და სინგაპურში გამოსცადა. თუმცა Volocopter-ზე არანაკლები ამბიციური გეგმები აქვს კიდევ ერთ გერმანულ კომპანია Lilium-ს.

Lilium Jet დიზაინერ ფრენკ სტივენსონის მონაწილეობით შექმნილი უპილოტო საფრენი აპარატია. Volocopter-ის მსგავსად Lilium Jet-ს ვერტიკალურად აფრენა და დაშვება შეუძლია. ელექტრო თვითმფრინავი ფრენას 300 კილომეტრის მანძილზე შეძლებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 300კმ/სთ-ია.

ნახევარი წლის წინ გერმანულმა კომპანიამ განახლებული ხუთადგილიანი ელექტრო თვითმფრინავის მოდელი წარმოადგინა. ამჯერად კი ინტერნეტში Lilium Jet-ის საცდელი ფრენის ვიდეო გავრცელდა.

Lilium Jet საფრენი აპარატის კომერციული მიზნით გამოყენებას 2025 წლისთვის გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით Lilium Jet-ის მფრინავი ტაქსის სერვისი თავდაპირველად გერმანიის და ევროპის დიდ ქალაქებში ამოქმედდება.

ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში საჰაერო გზით გადასვლის ღირებულება დაახლოებით 70 დოლარი ეღირება, თუმცა მომავალში კომპანია მგზავრობის ღირებულებას გააიაფებს.

https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=mjAJWrraTKs

წყარო: popx.ge

კომენტარი