ბერთუბანში გრუნტის დამჭერი კედელი გაკეთდა

ბერთუბანში გრუნტის დამჭერი კედელი გაკეთდა

49
გაზიარება

გლდანის რიაონში, ბერთუბნის დასახლებაში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე გზის ფრაგმენტი ჩაინგრა, რის გამოც საყრდენი კედლის მოწყობა აუცილებელი გახდა.

სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 100 გრძივ მეტრზე ბეტონის კედელი აშენდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 355 910 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ოცნების სახლმა“ განახორციელა.

გარდა ამისა, წელს ბერთუბნის დასახლებაში – წყაროთუბნის ქუჩის მონაკვეთზე, დრანდის, ფარსმან ქველისა და ჯაბიძის ქუჩებზე, დაახლეობით, 3 000 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყო.

დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.

კომენტარი