ესტონელი დიპლომატი სტუმრად თბილისის საკრებულოში

ესტონელი დიპლომატი სტუმრად თბილისის საკრებულოში

43
გაზიარება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კაი კაარელსონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

„დღევანდელი შეხვედრა მომავალში, ერთობლივი ინიციატივების და პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ჩვენს ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ურთიერთობა მეგობრულია, რაზეც მეტყველებს ესტონელი ტურისტების რაოდენობის ზრდა საქართველოში, ასევე ასობით ქართველი სტუდენტი სწავლობს ესტონეთში,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

კომენტარი