თბილისის მერიას ავღანელი სტუმრები ეწვივნენ

თბილისის მერიას ავღანელი სტუმრები ეწვივნენ

68
გაზიარება

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ავღანეთის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო თბილისის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაზიარება საფინანსო, ეკონომიკის და არქიტექტურის მიმართულებებთან დაკავშირებით.

ილია ელოშვილმა სტუმრებს თბილისის მერიის სტრუქტურა, პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

დღესვე, ავღანეთის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს თბილისის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და საფინანსო სამსახურების უფროსები დეტალურად გააცნობენ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებს.

კომენტარი