მთაწმინდის ფერდობზე დაავადებული ხეების ჩასანაცვლებლად ივანიშვილი 15 მილიონს დახარჯავს

მთაწმინდის ფერდობზე დაავადებული ხეების ჩასანაცვლებლად ივანიშვილი 15 მილიონს დახარჯავს

84
გაზიარება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მთაწმინდის ფერდობზე დაავადებული ხეების ჩანაცვლებისთვის ბიძინა ივანიშვილი 15 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

“მერიამ დაიწყო პროექტი და დაავადებულ ფიჭვებს ვჭრით, მაგრამ პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ სამწუხაროდ, დაავადება გადამდები და დამაზიანებელია ჯანსაღი ხეებისთვის. შესაბამისად, ჩვენ დაწყებული გვაქვს სხვადასხვა უბანში მოჭრითი სამუშაოები. მთაწმინდისა და კუს ტბის ტერიტორიაზე სერიოზული პრობლემაა. ნამდვილად მისასალმებელია, რომ მათი ჩანაცვლება მოხდება. ამაზე, დაახლოებით, 15 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებენ. არაერთხელ მოვუწოდეთ ბიზნესს აქტიურობისკენ, რადგან ეს არ არის მხოლოდ მერიის პრობლემა. ეს ბიძინა ივანიშვილის პირადი ფულია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი პროექტი იქნება და მთაწმინდის ფერდობი გალამაზდება“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარი