მოსწავლეთათვის „გამოსახულების ფაბრიკა“ იწყება

მოსწავლეთათვის „გამოსახულების ფაბრიკა“ იწყება

89
გაზიარება

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა „გამოსახულების ფაბრიკა“ იწყება.

ნესტან ნიჟარაძე

სწავლების პროცესს ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი და ექსპერტი ნესტან ნიჟარაძე გაუძღვებიან.

ვარკეთილის მედიათეკაში ერთთვიანი უფასო პროგრამა 12-17 წლის მოზარდებისთვისაა გაკუთვნილი.

პროგრამა საგანმანათლებლოა. მისი მიზანია ფოტოგრაფია გამოიყენოს სხვადასხვა დისციპლინების შემეცნებისთვის და მოზარდებს გამოსახულების შექმნისა და „წაკითხვის“ უნარი განუვითაროს.

გურამ წიბახაშვილი

პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გაკვეთილებს: მსოფლიო ხელოვნება და ფოტოგრაფია; პორტრეტის, ურბანული პეიზაჟის, კონცეპტუალური ფოტოებისა და სხვა ტიპის ნამუშევრების გადაღებას.

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის (Tbilisi Photography & Multimedia Museum) ორგანიზებული „გამოსახულების ფაბრიკა“ პროექტის „სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის“ ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა.

რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: http://bit.ly/2JKH9Xo

წყარო: თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები

კომენტარი