სასკოლო სახელმძღვანელო წიგნების გრიფირებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო

სასკოლო სახელმძღვანელო წიგნების გრიფირებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო

50
გაზიარება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მინისტრის ბრძანებით (2019.03.10 N1222) გამოცხადებული გრიფირების მიზნებისათვის, იწყებს საკონსულტაციო შეხვედრებს საბაზო საფეხურის VIII კლასის საგნების, ასევე, VII კლასისა და დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების პოტენციურ ავტორებთან სახელმძღვანელოს მაკეტის ამავე საგნის სტანდარტთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც პრეტენდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაეცნონ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ სიახლეებს, მოისმინონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დასვან შეკითხვები და მიიღონ შესაბამისი პასუხები სპეციალისტებისგან.

შეხვედრების მასპინძელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი.

დაინტერესებულმა პირებმა – სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურმა ავტორებმა/გამომცემლობებმა, შეხვედრების განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ და მათთვის სასურველი საკონსულტაციო დღეების შესაბამისად წინასწარი რეგისტრაცია გაიარონ  ბმულზე: https://forms.gle/46ns3qiqommCchGS9

შეხვედრები გაიმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქუჩა N52).

როგორც ყოველთვის გრიფირებას მოსდევს აზრთა სხვადასხვაობა და ვნებათაღელვა, რაც მიგვაჩნია ყველა კონკურსისათვის ბუნებრივ მოვლენაა.

City.kvira.ge დაინტერესებულ მხარეებს მაღალი ინტერესიდან გამომდინარე შესაძლებლობას აძლევს ფართო საოგადოების წინაშე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

კომენტარი