ფეიქრების ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

ფეიქრების ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

69
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში, ზარაშვილის ქუჩაზე და ფეიქრების ქუჩა N14-ში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.

ზარაშვილის ქუჩაზე მხოლოდ გრუნტის გზა იყო და გზის რეაბილიტაცია აქამდე არასდროს განხორციელებულა. პროექტის ფარგლებში, 649 კვ.მ ფართობზე მოეწყო ბეტონის საფარი, რისთვისაც ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 89 995 ლარი დახარჯა.

რაც შეეხება ფეიქრების N14-ის ეზოს, აქაც ძალიან დაზიანებული იყო გზის საფარი. მოეწყო ბორდიური და ასფალტის ერთფენიანი საფარი 1 125 კვ.მ ფართობზე დაიგო. აღნიშნული საგზაო სამუშაოების ღირებულებამ 57 500 ლარი შეადგინა.

კომენტარი