ბენდელიანის ქუჩის N1-თან საყრდენ კედელს აშენებენ

ბენდელიანის ქუჩის N1-თან საყრდენ კედელს აშენებენ

51
გაზიარება

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ბენდელიანის ქუჩის N1 კორპუსის მიმდებარედ საყრდენი კედელი ეწყობა.

სამუშაოების ფარგლებში, 33 გრძივ მეტრზე გრუნტის დამჭერი კედელი აშენდება. საყრდენი კედლის მშენებლობა ასევე, მეგრელიძის ქუჩა N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზეც ხორციელდება.

ორივე მისამართზე გრუნტის ჩამოშლის საფრთხე არსებობდა, რის გამოც, საყრდენი კედლების მოწყობა დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 84 495 ლარია გამოყოფილი.

კომენტარი