დღეს დათო ტურაშვილის ახალ წიგნს – „თავის უფალი ადამიანი“ – წარადგენენ

დღეს დათო ტურაშვილის ახალ წიგნს – „თავის უფალი ადამიანი“ – წარადგენენ

98
გაზიარება

5 ნოემბერს, 18:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში („მომა თბილისი“)  დათო ტურაშვილის ახალი წიგნის – „თავის უფალი ადამიანის“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ავტორმა წიგნი ქართულ ადვოკატურას მიუძღვნა, წარდგენაც ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება.
“ბევრ სასამართლო პროცესს დავსწრებივარ საქართველოში და რამდენჯერაც უსამართლობის განცდა გამჩენია, იმდენჯერ ადვოკატობა მინატრია, და სწორედ იმაზე მიფიქრია, როგორი სიყვარულით, მონდომებითა და არგუმენტებით დავიცავდი დაჩაგრულ ადამიანებს, ადვოკატი რომ ვიყო. თუმცა, პროფესიონალი ადვოკატი, სამწუხაროდ, ვეღარასოდეს გავხდები და ამიტომაც სხვა გამოსავალი მოვძებნე: იმ წიგნის დაწერა გადავწყვიტე, რომელსაც ქართველ ადვოკატებს ვუძღვნი, რადგან დიდწილად სწორედ ამ პროფესიის ღირსეულ წარმომადგენლებზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სამართლიანი მომავალი. ჩემი წიგნის მომავალი მკითხველი კი იმოგზაურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სამართლისა და ქართული სასამართლოს ისტორიაში და წარსულის სევდიან, მაგრამ მშვენიერ და საამაყო მაგალითებსაც გაიხსენებს”, – აღნიშნავს დათო ტურაშვილი.

კომენტარი