თბილისს 30 ახალი ავტობუსი შეემატა

თბილისს 30 ახალი ავტობუსი შეემატა

141
გაზიარება

თბილისს, დამატებით, 30 ახალი ავტობუსი ეყოლება. მათგან ოცდასამი 8-მეტრიანია, ხოლო შვიდი 10-მეტრიანი.

ავტობუსებში განთავსებულია როგორც  wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb-დამტენები.

კომენტარი