თბილისში ბიოტერორიზმის გამოძიების სწავლების კურსები დაიწყო

თბილისში ბიოტერორიზმის გამოძიების სწავლების კურსები დაიწყო

44
გაზიარება

თბილისში აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებული 5 დღიანი თეორიული სწავლება დაიწყო.

მასში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვული (ქბრბ) სამმართველოს თანამშრომლები ბიოტერორიზმის ერთობლივი გამოძიების სწავლებაში იღებენ მონაწილეობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან წლებია აქტიურად თანამშრომლობს, რაც კვალიფიციური სპეციალისტების მიერ ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის სხვადასხვა სახის სწავლებების ორგანიზებაში გამოიხატება.

სწავლებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 24 წარმომადგენელი ესწრება. სწავლების მიზანი ბიოტერორიზმის გამოძიების მიმართულებით სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობის ეფექტურობის და პროცესში საეთაშორისო პარტნიორობის ჩართულობის გაზრდაა.

“თბილისი მერიოტში” გამართულ პირველი დღის ღონისძიებაზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, რომელმაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა, კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სწავლების მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

აღნიშნული კურსი თანამშრომლობის პროცესში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ბიოტერორიზმის ერთობლივი გამოძიების სწავლება ხელს შეუწყობს ტრანსნაციონალური საფრთხეების წინააღმდეგ ქბრბ მორეაგირე მაშველთა ჯგუფების მზაობის ზრდას.

კომენტარი